Back

რა ღირს კერძო სახლის მშენებლობა?

საკუთარი სახლის აშენებაზე ბევრი ადამიანი ოცნებობს, თუმცა ბევრი ადამიანი ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებს, რადგან კერძო სახლის მშენებლობა დიდ ხარჯად წარმოუდგენიათ. დღეისათვის, განსაკუთრებით ბინებზე ფასების ზრდის ფონზე, რეალობა მნიშვნელოვნად განსხვავდება. რა თქმა უნდა, კერძო სახლის მშენებლობის ფასი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, სამშენებლო პროექტზე, ადგილმდებარეობაზე, სარემონტო მასალების ხარისზე და ა.შ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ ვარიანტში კერძო სახლის აშენება ბევრად იაფი დაგიჯდებათმ ვიდრე მაგალითად დედაქალაქში შავი კარკასის მდგომარეობაში არსებული ბინის შეძენა და გარემონტება. დაგვერწმუნეთ, რომ შეიძლება კორპუსის ბინის ფასად და უფრო იაფადაც კი შეძლებთ კერძო სახლის აშენებას.

და მაინც, რა ღირს საკუთარი სახლის აშენება? რა უნდა გავითვალისწინოთ ფასის განსაზღვირსას?

ჩვენთანს კომპანიაში, ერთ კვადრატულ მეტრი შავი კარკასის კონდიციით სახლის აშენების ფასები 200 $ დოლარიდან იწყება.ხოლო თეთრი კარკასი 280 $ -დან.

მაგალითისთვის, ქვემოთ ნაჩვენები სახლისაცხოვრებელი ფართია 127 კვ.მ-ია. 3 საძინებლით და 2 სველი წერტილით.

მსგავსი ტიპის სახლის შავი კარკასის მდგომარეობამდე მიყვანა ჩვენთან დაახლოებით 25500 დან 28 000 დოლარმდე დაგიჯდებათ, ხოლო თეთრი კარკასის კონდიციამდე დაახლოებით 35500 დოლარი.

რას მოიცავს შავი კარკასი?

  • მიწის სამუშაოები , ქვაბულის მოწყობა ,წერტილოვანი საძირკვლის ჩასხმა. იატაკის ფილის დასხმა 10 სმ სისქის ბეტონით ერთმაგი არმირებით.
  • კოლონების ჩასხმა 30×30 სმ.  მეორე რიგელის 30×40 სმ მოწყობა.
  • სართულსშორისი 16სმ სისქის ფილის ჩასხმა. ბეტონი ორმაგი არმირებით.
  • მეორე სართულსა და გადახურვას შორის კოლონების (30×30 სმ) და რიგელების (30×40 სმ) მოწყობა.
  • სახურავის ფილა 16 სმ სისქის ბეტონი ორმაგი არმირებით.
  • გარე კედლების შევსება 30×40 სმ მაღალი ხარისხის პემზის ბლოკით.
  • შიდა ტიხრების ამოყვანა 10×40 სმ ბეტონის ბლოკით.

რა დაჯდება ამ სახლის სრულად აშენება და რემონტი?

მსგავსი ტიპის სახლის 127 კვ.მ კი სრული რემონტით საორიენტაციოდ 55-57 ათასი დოლარის ფარგლებში დაჯდება (კარგი ხარისხის რემონტით). ალბათ დაგვეთანხმებით, რომ თბილისში 55 000 დოლარი 127 კვ.მეტრი ბინის ყიდვა შეუძლებელია.

თუ მიწასაც გავითვალისწინებთ, თბილისის შემოგარენში კვადრატულზე 40-50 დოლარად საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას შეგიძლიათ მიწის შეძენა. ანუ 20-25 ათას დოლარად 500კვ/მ მიწას შეიძენთ. საერთო ხარჯი კი მიწის შეძენით და ბინის რემონტით 75-80 ათასი დოლარი დაგიჯდებათ.

მაცდური, არარეალური შემოთავაზებები:

ალბათ სამშენებლო კომპანიების მოძიების პროცესში, ხშირად კლიენტის მოზიდვის მიზნით გვხვდება შავი კარკასის 140 – 160 $ -ში შეთავაზება, რაც რა თქმა უნდა ყველასთვის მიმზიდველ ფასს წარმოადგენს. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ასეთ ფასში არარეალურია სახლის კარგი ხარისხით აშენება და პლიუს, კომპანიის მიერ მოგების მიღება. სწორედ ამიტომ, ასეთი ტიპის სამშენებლო კომპანიები ფულს ზოგავენ მასალებზე, თანხის დამატებას ითხოვენ შუა პროცესში, ან საერთოდ შუა პროცესში წყვეტენ მშენებლობას.

ამიტომ ჯობს თავიდანვე არ დაზოგოთ თანხა რადგან შემდგომში ორმაგი ხარჯის გაწევა არ მოგიწიოთ.

ნურასდროს ენდობით არარეალურ ფასს, აუცილებლად მოითხოვეთ არქიტექტურული და კონსტრუქციული ხარჯთაღრიცხვა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

ნებისმიერი პროექტის დაწყებამდე ზუსტად ხდება სამშენებლო ხარჯებისა და სამუშაოების გაწევისთვის საჭირო დროის განსაზღვრა. სამშენებლო ობიექტზე ხდება 24 საათი ვიდეო-მეთვალყურეობა. თქვენც, თქვენს სმარტფონში შესაძლებლობა გექნებათ თვალი ადევნოთ სამუშაო პროცესს.

თქვენ ზუსტად იცით რა დროში, რა ფასში და რა ხარისხით ჩაგბარდებათ სახლი.

ამიტომ, თუ სახლის აშენებას გადაწყვეტთ აუცილებლად დაგვიკავშირდით: 598870589